ზარის შეკვეთა

ჩვენ შესახებ

16

წლიანი
გამოცდილება

კომპანია „ბათ თაუერსი“ დაარსდა 2016 წელს, პროფესიონალი არქიტექტორებისა და მშენებლების მიერ. მათ მიერ დაპროექტებული და აშენებულია ქ. ბათუმში ათეულობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო და სხვა დანიშნულების ობიექტები.

კომპანიის ისტორია

კომპანიის სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობის ისტორია იწყება 2004 წელს, კომპანია „არქიტრავის“ დაფუძნებით, უამრავი წარმატებით განხორციელებული პროექტის შემდეგ („არქიჰაუსი“, „ნოვა 2012“, დასალვეთ საქართველოში „ვისოლის“ და „სოკარის“ ბენზინგასამრთი სადგურების დაპროექტება და მშენებლობა, „ნიუ ბათ გრუფი“, „სასტუმრო სანაპირო” ბათუმის შემოსასვლელში, ცნობილი რესტორანი „სანაპირო“, მრავალფუნქციური კომპლექსის „აისის“ დაპროექტება და მშენებლობა და ა.შ.)  2016 წელს ორგანიზაციაში გატარებული რებრენდინგის შედეგად  ვაგრძელებთ მოღვაწეობას როგორც, სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ბათ თაუერსი“.
2020 წელს ბათუმის ახალ ბულვარში წარმატებით დასრულდა პროექტი „ბათ თაუერსი“ და აქვე ზღვის პირველ ზოლში საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტის მშენებლობას  სახელწოდებით: ”ნიუ ბულვარ ელეგანსი“ (New Boulevard Elegance)
ასევე ახლო მომავალში, იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის”სი ვიუ რეზიდენს“ის (Sea View Residence) მშენებლობა ზღვიდან 300 მეტრში, სადაც 4145 კვ/მ-ზე განთავსდება 3 ახალი სტანდარტით აშენებული მულტი ფუნქციური კომპლექსი, თავისი ინფრასტრუქტურით (ბასეინი, ფიტნეს დარბაზი, ღია და დახურული ტერასები, გამწვანებული ეზო, ბავშვთა გასართობი მოედანი და ა.შ)

კომპანიის დაფუძნებლები გახლავთ გამოცდილი არქიტექტორ მშენებლები და წარმატებულ ბიზნესმენეთა ჯგუფი,  რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით რეგიონში სამშენებლო სექტორის განვითარებაში. 
უნდა აღინიშნოს რომ, ჩვენს პროექტებს ქმნიან საქართველოს დამსახურებული არქიტექტორები რამინ და ოთარ შავაძეები, ხოლო პროექტებს საინჟინრო მომსახურებას უწევს ნუგზარ ხოზრევანიძე რომლთა, პროფესიონალიზმი ქმნის მშენებლობის საიმედო და მაღალ  ხარსხს. 

მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ ღირებული პროდუქტი რომელიც თავისი ხარისხითა და ხელმისაწვდომობით მოქალაქეებს შეუქმნის 
კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტს და ასევე მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს.

მიზანი

  • მშენებლობისა და დაგეგმარების თანამედროვე ინოვაციური სისტემის დანერგვა, რაც მომხმარებელს საშუალებას მიცემს ოპტიმალურად გამოიყენოს საკუთარი ბინის ფართი, კომფორტულად და გემოვნებით მოიწყოს ის.
  • დავიცვათ მშენებლობის ხარისხი და ვადები
  • მშენებლობის უსაფრთხოება
  • მშენებლობის ეტაპების მაქსიმალური გამჭვირვალობა
  • მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, რადგან მოხდეს მათი სრული ინფორმირება და დეტალების შეთანხმება. 

 

ჩვენი პრიორიტეტი

ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ვინაიდან  ჩვენ გვწამს, რომ  სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის განვითარების უმთავრესი კომპონენტია.